დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებაზე: საბოლოო გადაწყვეტილებას მეგობრებთან ერთად მივიღებ

მე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მე მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს, ეს რეალობაა და ფაქტობრივად ეს ასეც ფიქსირდება უკვე უმრავლესობის სხდომებზე, რომ ვისაც გვაქვს ასეთი განსხვავებული პრინციპული პოზიცია და შეურიგებელი ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში, ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მე ახლა დანამდვილებულ გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ მე მჭირდება, ალბათ, უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი იმისათვის, რომ ხალხთან ბოლომდე, გულწრფელად, ღიად ვისაუბრო იმაზე, რაც ეხება სასამართლოების თემებს, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას და ამ თვალსაზრისით, ის პირობები, რომ თუ ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები ამის ღიად თქმა არის არაგუნდური, ეს პირობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის

ქართული ოცნების დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული დაპირისპირების ფონზე, ის უმრავლესობის დატოვებას აპირებს

კომენტარები