დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე: შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხონ, აქ საუბარია ვინ ვის დაასწრებს

მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარი არის ვინ ვის დაასწრებს. გამრიცხავენ, თუ მე თვითონ წამოვალ ეს არის ფორმალური ნაწილი. იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება, რომ ბოლომდე შევჯერდეთ, ბოლო ბოლო ამდენი წელი ერთად ვიყავით და რაღაცა კოლეგიალურობა უნდა დავიცვათ. იმედი მაქვს, რომ ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, იმიტომ, რომ ძალიან უღირსად მოექცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში.

ქართული ოცნების დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, უმრავლესობის დატოვებას აპირებს.

კომენტარები