ქართული ოცნება

კალაძე: ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია

პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობას არავინ ზღუდავს და ეს არის მნიშვნელოვანი, სხვანაირად, შეუძლებელია - ერთ კონკრეტულ თემაზე ერთნაირი მოსაზრება ყველას ვერ ექნება. ცხადია, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე უნდა მოხდეს გუნდში, როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ უკვე განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება მე არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას, ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია - შეუძლიათ დატოვონ გუნდი

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. ცნობისთვის, დღეს უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ ქართული ოცნების დატოვებას აპირებს. მან აღნიშნა, რომ "შეიძლება, ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარი არის, ვინ ვის დაასწრებს".

კომენტარები