ე.წ კაბელების საქმე

კობახიძე კაბელების საქმეზე: იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნა

რაც შეეხება კაბელების საქმეს, იმ დროისთვის ვიყავი აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკურად აწეული იყო ეს თემა, დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო დანაშაულის არათუ ნიშნები, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე... შეგვიძლია, გავარჩიოთ დეტალურად. 2015 წელი იყო, იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, მე რამდენადაც ვიცი... იყო კონკრეტული ადამიანები.. 

მე ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, დავინახე იქ, რომ ფული იყო გაკეთებული, ვინ წაიღო, სასამართლომ უნდა დაადგინოს... არ უგია პასუხი [დამნაშავეს], ალბათ, ასე გამოდის. დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა, ბოლომდე, როგორც ჩანს, ვერ გაიხსნა საქმე, რაღაც დონეზე გაჩერდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV პირველის გადაცემაში "რეაქცია", ე.წ კაბელების საქმეზე.

კომენტარები