დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე: ვისურვებდი, ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან

მე ვისურვებდი, რომ [საპატრიარქოს განცხადების შემდეგ] ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან. საერთოდ, დღემდე არათუ ზიარება, სასულიერო პირებს არ უშვებდნენ მასთან, აი, ჩემგან რამდენიმე სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი, რომ მამაოს გასაუბრებოდა, ენუგეშენებინა, პირადად მოესმინა მისთვის და უთხრეს, რომ პატრიარქის კურთხევის გარეშე აღარ შეგიშვებთ, არათუ საზიარებლად, მღვდლებს აღარ უშვებდნენ

მეუფე პეტრე TV პირველის გადაცემა რეაქციაში საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია გიორგი მამალაძის ზიარება, თუმცა, ეს სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება.

კომენტარები