დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ხუნდაძე: ზოგიერთ ჟურნალისტს მოლოდინი აქვს, რომ გუნდი იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ

იმედი მქონდა, რომ აღარ იქნებოდა საჭირო შემდეგი შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს არის გარკვეული საკითხები რაზეც საჭიროა შეთანხმება, საუბარი, მოსმენა არგუმენტების და პოზიციების გაზიარება. ვფიქრობ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. ასევე, საუბარი იქნება გუნდური წესების თამაშზე და ვფიქრობ ესეც იქნება შედეგიანი. ზოგიერთ ჟურნალისტს მოლოდინი აქვს, რომ გუნდში იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ. ეს ასე არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, თითოეულ გუნდის წევრს აქვს თავისი წილი დამსახურება, ზოგს მეტი ზოგს ნაკლები, მაგრამ მიზანი ერთია. ეს გუნდი არსებობს არა მხოლოდ იმისთვის რომ იყოს გუნდი, არამედ მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში პროცესებზე აიღოს გააზრებული პასუხისმგებლობა და ქვეყანა წაიყვანოს წინ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები