დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ხუნდაძე დაპირისპირებაზე: ჯობია შიგნით დავიცალოთ, შიგნით ვთქვათ და შიგნითვე შევთანხმდეთ

ვაფასებ, როცა ადამიანს აქვს თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია. ეს შეიძლება ზოგჯერ სცდებოდეს საერთო გუნდურ პოზიციას, მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ვისურვებდი, რომ უმეტესად ასეთი საკითხები იქნას გუნდის შიგნით წამოჭრილი, გარკვეული, მოსმენილი და გადაწყვეტილება შიდა გუნდური პრინციპებით მიღებული და გარეთ უკვე საერთო პოზიცია იქნას წარმოდგენილი. რამეთუ საზოგადოება უსმენს ამას, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ და მას არქმევენ დაპირისპირებას. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც გუნდის, საერთო პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისთვისაც საკითხებზე, რომლებიც აზრობრივად სცდება ზოგჯერ გუნდის შიგნით სხვა პირების დამოკიდებულებას, ჯობია შიგნით დავიცალოთ, შიგნით ვთქვათ და შიგნითვე შევთანხმდეთ. არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ვინმე დატოვებს გუნდს, მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის, ისევ შევთანხმდებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. ის პასუხობს ჟურნალისტების კითხვას - მისი აზრით, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა დაარღვიეს თუ არა გუნდურობის პრინციპი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადების საჯარო კრიტიკით.

კომენტარები