დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ქუცნაშვილი: სადღაა დაპირისპირების მიზეზი? გაქარწყლდა

თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი იმაზე, რომ [მოსამართლეების შესარჩევად] ობიექტური კრიტერიუმები და სამართლიანი პროცედურები არ სჭირდება, მაში თქვას. მე ვერ ვხედავ დაპირისპირების საფუძველს. დაპირისპირების საფუძველი იყო მაშინ, როდესაც არ არსებობდა არც კრიტერიუმები, არც პროცედურები. თუ ეს იარსებებს, მაშინ რაღას უნდა დაეფუძნოს დაპირისპირება? მე ეს არ მესმის. ამიტომაც, მე მოვუწოდებ ყველას, რომ შინაარსს ჩავუღრმავდეთ, შინაარსს მივაქციოთ ყურადღება, რა შეიძლება იყოს დაპირისპირების მიზეზი. თუ დაპირისპირების მიზეზი გაქარწყლდა და საზოგადოება თანახმაა და სწორად არის თანახმა, რომ ობიექტურმა კრიტერიუმებმა და სამართლიანმა პროცედურებმა შეცვალოს ეს პროცესი, მაშინ სადღაა დაპირისპირების მიზეზი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტების კითხვას პასუხობს. მმართველ გუნდში დაპირისპირება გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როცა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს.

კომენტარები