ბესელია: მე რომ მოვედი ივანიშვილთან 2011 წელს, ერთადერთი ვინც დამხვდა იყო ირაკლი ტრიპოლსკი

მე არ ვთვლი თავს სტუმრად ამ პარტიაში და არც ჩამითვლია არასდროს. მე რომ მოვედი ივანიშვილთან 2011 წლის 10 ოქტომბერს, ერთადერთი ვინც დამხვდა იყო ირაკლი ტრიპოლსკი, ყველა დანარჩენი შემდეგ მოვიდა, როგორ შეიძლება ვიყო სტუმარი, მაგრამ ზოგჯერ მასპინძელიც როცა ხარ და ხარ ამ ყველაფრის სათავეებთან, არის ეტაპი, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგა, როცა მიგაჩნია, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა შენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. მე არ მინდა, რომ უნებლიედაც კი ხელი შევუწყო სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის რეამინირებას, ამიტომ ძალიან ფრთხილად და გააზრებულად ვეპყრობით ჩვენ ამ პროცესს.

ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ

კომენტარები