ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქადაგიძე: ნამდვილი ცვლილებები ილიაუნის ეზოდან იწყება, ცვლილებების დროა!

ყოველ წელს 40 ათასი აბიტურიენტი გადის ეროვნულ გამოცდებზე. აქედან 27 ათასი აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში, მათგან 70% სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.

4 წლის თავზე ამ ახალგაზრდების აბსოლუტურ უმეტესობას ისე ენიჭება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაცია რომ არც მათი უნარები და არც მათი ცოდნა ახლოსაც არ არის იმ გამოწვევებთან რასაც თანამედროვე მსოფლიო ითხოვს.

ეს ყველაფერი გრძელდება უკვე მრავალი წელია და ის ადამიანები ვინც ამაზე პირდაპირ არიან პასუხიგებელნი, ვინც ამაში ამავე სტუდენტებისგან გადახდილი ფულით იღებს ხელფასს, ვისაც მენეჯმენტი სალანძღავი სიტყვა გონია, მე მეუბნება როგორ გაბედე პრობლემეზე საუბარი, როგორ გაბედე ჩვენი კომფორტის დარღვევაო.

არ გამოვა ეგრე მეგობრებო, ნამდვილი ცვლილებები ჩვენი ეზოდან იწყება და როგორც ცნობილი ამერიკული სლოგანი გვეუბნება, ცვლილებების დროა!

ცვლილებების დროა!

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, 31 იანვარს თქვა, რომ ის ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებლობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები