სასამართლო სისტემა

გვრიტიშვილი: "კარგი" და "ცუდი" მოსამართლე პოლიტიკური შეფასებაა

კარგი და ცუდი მოსამართლე პოლიტიკური შეფასებაა, აი, ვთქვათ, გამოსცა პარლამენტმა ამნისტიის აქტი, ეს ნიშნავს, რომ ცუდი მოსამართლის გამოტანილი განაჩენია? ამას ხომ არ ნიშნავს, ეს არის პოლიტიკური აქტი, პოლიტიკოსის შეფასებაა. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი თავის პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, ისევე როგორც ამნისტიისას შეიძლება გამოხატოს ეს პოზიცია და შეიძლება შეწყალებისას გამოხატოს პრეზიდენტმა, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო არის ცუდი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილი გადაცემა "პოლიტმეტრში" პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "მოსამართლეები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს".

კომენტარები