ბაჩანა შენგელია: განათლების მინისტრმა დაადასტურა, რომ ლავრენტი ქირია არ არსებობს

რა თქმა უნდა, არაფერზე არ ჰქონდა პასუხი. მხოლოდ ერთი რამ დაადასტურა: ლავრენტი ქირია არ არსებობს! რაც ნიშნავს, რომ ინსპექტირებაც უკანონო იყო მათივე დებულების შესაბამისად და ეს იყო პოლიტიკური დევნა, რასაც ვამტკიცებდით კიდევაც ამდენი ხანი.

ახლა საკომიტეტო მოსმენა გაგრძელდება, სადაც მეც მომეცემა კითხვების დასმის შესაძლებლობა

წერს Facebook-ზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პარლამენტში განათლების მინისტრის მოხსენების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს.

კომენტარები