ინაშვილი "ოცნებაზე": არ მინახავს საკუთარი თავის ასეთი მტერი ხელისუფლება

მე არ მინახავს საკუთარი თავის ესეთი მტერი ხელისუფლება, რომელიც ძალიან ბევრ თანამოაზრეს კარგავს ამ წლების მანძილზე და ახლა ამ დაკარგვის პროცესი შედის გადამწყვეტ ფაზაში. იმიტომ რომ საქმე პრინციპულ საკითხს ეხება. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვეხებით კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომლებიც პატიოსნად აღასრულებდნენ და აღასრულებენ მათ ვალდებულებას და მათ მანტიას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვეხებით და რა თქმა უნდა შევეხებით მურუსიძეს, გვრიტიშვილს, რომელიც აბსოლუტურად თავხედია და აკეთებს თავხედურ და ცინიკურ განცხადებებს. მოსამართლე პირდაპირ ეთერში ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს მოღალატეა, ის მოღალატეა, ეს რას ნიშნავს? ჩვენ რასთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ აი ეს მახინჯი პროდუქტი, მურუსიძეების სახით, გვრიტიშვილების სახით, მემკვიდრეობის სახით გადმოგვეცა წინა რეჟიმისაგან. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი გადაცემაში "რეაქცია"

კომენტარები