უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე გრიგოლი უკრაინის ავტოკეფალიაზე: ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ თუ კონიუნქტურის მხარეს?

რუსეთი, თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩაერევა ამ საკითხში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, ამ საკითხის დაკავშირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან არ იქნებოდა სწორი, რადგან რუსეთის ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქცეს ჩვენი პოზიციების განმაპირობებლად. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ, თუ კონიუნქტურის მხარეს? ერთია სიფრთხილე, მაგრამ ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, არ კონტროლდება საქართველოს მიერ. იქ რუსული ჯარი დგას და ვიდრე ეს ასეა, მე არაფერ განსაკუთრებულ სიკეთეს არ ველი საქართველოსთვის

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ "ამერიკის ხმასთან" საუბრობს. მას ჰკითხეს რამდენად რეალურ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის უფლებების შეზღუდვას.

კომენტარები