ილია II

ილია II: ღმერთი ამოკლებს დროს, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ.

თქვენ ხედავთ მთელს მსოფლიოში მღელვარებაა. მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.

როდესაც მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება, რომ ვსცნოთ თავი თვისი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა. 

თქვა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები