კობახიძე: რამდენჯერაც შეეცდება ენმ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება პასუხს

რამდენჯერაც შეეცდება ნაციონალური მოძრაობა თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ დასჭირდება ჩვენი დახმარება საზოგადოებას ამაში, რომ პასუხი გასცეს ნაცმოძრაობას, ჩვენ დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. მიდგომა არის მარტივი, რამდენჯერაც შეეცდებიან თავის წამოწევას, საზოგადოებამ იმდენჯერ უნდა გასცეს პასუხი ანუ იმთავითვე უნდა იყოს რეაგირება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებული "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა, იმიტომ რომ თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს უცხოეთში".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები