მიქაუტაძე: რატომ სურთ გარკვეულ ძალებს, სასამართლო სისტემის პროგრესის უკუღმა შემოტრიალება? 

სამართლებრივად წარმოუდგენლად მიგვაჩნია, აი ამ საკანონმდებლო ცვლილების დასაბუთება. მეორე მხარე არის, ასე ვთქვათ უკვე მიზანშეწონილობის საკითხი. რატომ დადგა ეს დღის წესრიგში და ის რეფორმები რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, რომ ჩვენ მივიღოთ უვადოდ დანიშნული კორპუსი და ეს არის დამოუკიდებლობის უმაღლესი გარანტია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის. უვადოდ გამწესებული მოსამართლისთვის არანაირი ბერკეტი აღარ რჩება. რატომ სურთ გარკვეულ ძალებს და პოლიტიკოსებს ამ პროცესის შეჩერება და უკუღმა შემოტრიალება იმ დიდი პროგრესის, რომელიც მიიღო სასამართლო სისტემამ და სრულიად ქართულმა სახელმწიფომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის სახით. 

ამის შესახებ იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს გასვლითი სხდომის დაწყებამდე თქვა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები