შეხვედრა ლიეჟში

სამადაშვილი: გაუგებარია ისტერიკა, რომლითაც ხელისუფლება ლიეჟში გამართულ შეხვედრას შეხვდა

ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელითაც ხელისუფლება შეხვდა შეხვედრას, რომელიც გუშინ გაიმართა ლიეჟში და ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, ხელისუფლებას არასდროს უგრძვნია საკუთარი თავი უფრო სუსტად, ვიდრე ის გრძნობს დღეს. სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენ თანამემამულეებს შეკრებილიყვნენ და საკუთარი პოლიტიკური აზრი დაეფიქსირებინათ თავისუფლად და შეუზღუდავად. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

კომენტარები