კაპანაძე: საპენსიო სააგენტო შეიქმნა იმისთვის, რომ კონკრეტულმა პირმა აიღოს მაღალი ხელფასი

დაგროვებითი პენსიის ამ მოდელმა უკვე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, აჩვენა, რომ აქვს სერიოზული ხარვეზები და პრობლემები. პირველ რიგში, ფაქტია, რომ ეს არ არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას, მაშინ როდესაც ეს პენსიები იქნება გაცემული, ანუ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მაგალითად მასწავლებელი ქალი, რომელიც 500 ლარს იღებს დღეს ხელფასს, მხოლოდ და მხოლოდ 80 ლარს მიიღებს პენსიის სახით. ეს ნამდვილად არ არის ღირსეული პენსია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, უკვე გამოჩნდა სერიოზული პრობლემები, მაგალითად არ არის გარკვეული, სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება, ჯერ არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. საპენსიო სააგენტო შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მიიღოს რამდენიმე ათასლარიანი ძალიან მაღალი ხელფასი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კონკრეტული მოდელი, რომელიც დღეს არის შემოთავაზებული ქართული ოცნების მიერ, უნდა იყოს შეჩერებული. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და შეაჩეროს დღევანდელი მოდელი. პარალელურად ვთავაზობთ უფრო სერიოზულად განიხილოს ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და ეფუძნება განსხვავებულ პრინციპებს და არის საზოგადოებისთვის უფრო მისაღები.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე დაგროვებითი პენსიის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები