ბაქრაძე: ხელისუფლებას არაფრის გაკეთება სურს, აწყობს სასამართლოში დღეს არსებული სიტუაცია

ის ფაქტი,რომ უმრავლესობა უარს ამბობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე , ცალსახად ადასტურებს, რომ მათ კლანური მმართველობის შეცვლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. დანიშვნების შეჩერება არის მხოლოდ ნაწილი, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობითაც კი ვადით დანიშნული მურუსიძე ძალიან წარმატებით ახერხებს სისტემის კონტროლს კლანის მეშვეობით.

აუცილებელია სისტემის გახსნა, დისკუსია საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და ხელისუფლების პოლიტიკური იძულების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ, რადგან კონკრეტულ კანონპროექტზე უკვე გამოჩნდა,რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ სურს და აწყობს სასამართლოში დღეს, არსებული სიტუაცია.

დანიშვნების შეჩერებაც და მთლიანად სისტემის გაჯანსაღებაც უნდა მოხდეს პირველ რიგში სწორედ საზოგადოების აქტიურობის და საზოგადოების ზეწოლის შედეგად და ეს არის ის გზა, რომლითაც აპირებს რომ მომავალში წავიდეს საპარლამენტო უმცირესობა.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე უზენაეს სასმართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიაზე.

კომენტარები