კილაძე სამადაშვილს: ახლა გაუნათდა ენმ-ს გონება და ახლა დაიწყეთ ზრუნვა ქართველ ხალხზე?

ქალბატონო სალომე, თქვენთან კითხვა მაქვს - ახლა გაუნათდა ნაციონალურ მოძრაობას გონება და ახლა დაიწყეთ ზრუნვა ქართველ ხალხზე და ქართველ ერზე, როდესაც მთელი ეს პროცესი და მთელი ეს სისტემა გქონდათ აბსოლუტურად დერეგულირებული? მე დავინახე გუშინ როგორ ზრუნავს თქვენი პოლიტიკური ძალა ხალხზე და ადამიანებზე, დავინახე, როგორ აგრძელებს ისევ გახლეჩვას და ერთმანეთთან დაპირისპირებას, და ეს გავეშებული ადამიანები რომ ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ, წარმომიდგენია, 26 მაისსა და 7 ნოემბერზე უარესს დამართებენ კიდევ ამ ქვეყანას

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ენმ-ის დეპუტატს სალომე სამადაშვილს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებული "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები