ხუხაშვილი: "ოცნების" ელიტაში დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინიათ

"ქართული ოცნების" ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ. ირაციონალური მომენტი, ირაციონალური მოტივაცია მათ აქვთ. ეს კომიკური კადრები რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ იგივე დავუშვათ ლიეჟშიც, რომ სახეს მალავენ ვიღაცები და გარბიან ხო... ძალიან სამარცხვინო და უხარისხოა ეს ყველაფერი. რა ხარისხის ხელისუფლებაც არის, იმ ხარისხით ასრულებენ ყველაფერს. რეალურად, სამწუხაროდ ეს არის რაღაც ოჯახურ გარჩევას ემსგავსება. ანუ ორი პოლიტიკური ძალა იბრძვის მემკვიდრეობისთვის. ანუ კოლექტიური მურუსიძისთვის. ვინ იქნება მურუსიძის პატრონი ეს არის მთავარი გასარჩევი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა ქართული სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა .
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები