შეხვედრა ლიეჟში

თალაკვაძე: ვიფიქროთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა

მესმის, რომ არ გამოუვიდათ ისეთი ღონისძიება, როგორიც მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაორგანიზატორებს ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც საზოგადოებას, მეც იგივე შეფასება მაქვს პოლიტიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. ეს იყო ძალიან მოუმზადებელი შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის მოსაზრება, რაც არის საქართველოში, საზოგადოებაში, დაფიქსირდა ლიეჟშიც. სადაც საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან, ყველგან იგივე მოსაზრება იქნება. არ უნდა ჰქონდეს "ნაციონალურ მოძრაობას" იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს საქართველოში პრეტენზიები აქვთ, ეს პრეტენზიები საზღვარგარეთ გაქრება. ყველას კარგად ახსოვს ყველაფერი. ვიფიქროთ მომავალსა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა

ურავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

კომენტარები