შეხვედრა ლიეჟში

წულუკიანი: სააკაშვილმა, როგორც აკეთებდა საქართველოში, ლიეჟშიც ჩაახშო განსხვავებული აზრი

ჩვენ ვიხილეთ ის თუ როგორ ცდილობს ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება, რომ ნოსტალგიით შეპყრობილი, რომ საქართველოში ვერ ჩამოდის და ვერ აწყობს 7 ნოემბერსა და 26 მაისს, ლიეჟში მოახდინოს განსხვავებული აზრის მისეული ტრადიციული მეთოდებით ჩახშობა. თუ ეს არის ემიგრანტებთან შეხვედრა მაშინ ყველა უნდა იყოს დარბაზში დაშვებული და განსხვავებული აზრიც უნდა იყოს შეწყნარებული. მაგრამ ჩემთვის გასაკვირი იქ არაფერი მომხდარა. სააკაშვილმა ისევე როგორც ამას აკეთებდა საქართველოში, ლიეჟშიც ჩაახშო განსხვავებული აზრი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

კომენტარები