იუსტიციის საბჭო

გვრიტიშვილი: ჯანეზაშვილ-დოლიძის ტანდემი ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ჯერ არ მინახავს

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელიც ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამარცხვინო მდგომარეობა შეიქმნა: ჯანეზაშვილ-დოლიძის ტანდემმა უპასუხოდ დატოვა ათეულობით მოსამართლის ლეგიტიმური შეკითხვა - რატომ უჭერს მხარს ეს ტანდემი მოსამართლეთა უვადო დანიშვნების მორატორიუმს.

ალბათ, დისკუსიაში შესვლა ვერ გაბედეს, რადგან სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ; და ამ ვითარებიდან თავის დასაძვრენად, კიდევ ერთხელ მიაყენეს მოსამართლეებს შეურაცხყოფა, უწოდეს რა დღევანდელ სხდომას "ამხანაგური სასამართლო".

მივიჩნევ, რომ ეს სასამართლო კორპუსის კიდევ ერთი გამარჯვებაა! ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ეს ტანდემი ჯერ არ მინახავს. ჩვენ ვესაუბრებით საერთაშორისო სტანდარტების მოშველიებით, ისინი ვერ გვეწინააღმდეგებიან და შეურაცხყოფაზე გადმოდიან. დიაგნოზია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი facebook-ზე წერს.

კომენტარები