კალაძე ავარიაზე: ყვითელი ავტობუსები კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ

მინდა გამოვეხმაურო სამწუხარო შემთხვევას რომელიც წყნეთში მოხდა, ყვითელი ავტობუსით, რომელიც ვიცით თუ რა მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ ავტობუსებს, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, დაგორდა ფაქტობრივად ავტობუსი, მუხრუჭებმა არ დაუჭირა და გადავარდა ხევში. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს რომ მსხვერპლი არ მოყოლია ამ შემთხვევას და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ყვითელი ავტობუსების პარტიის ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით.

თბილისის მერი კახა კალაძე ყვითელი ავტობუსით მომხდარ ავარიაზე. დღეს წყნეთში ყვითელი აბტობუსი დაგორდა და ხეებში შევარდა, დაშავდნენ მგზავრები.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები