მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 3 მარტს იტალიაში ვაპირებთ მაგარ შეკრებას, ემიგრაციის ვარსკვლავებს ვალაპარაკებთ

3 მარტს იტალიაში ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ უკვე განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ და იქ მართლაც გამოვიყვანთ ამ ვარსკვლავებს ჩვენი ემიგრაციის, მათ ვალაპარაკებთ და ამჯერად, მე აღარ ვილაპარაკებ მხოლოდ. ლიეჟშიც ვერ ჩაგვიშალეს ღონისძიება, უბრალოდ ხელი შეგვიშალეს ფართო ურთიერთობაში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა. ჯერ ერთი, რა ხალხი მოიყვანეს, რას ჰგავდნენ? მწვადები დაურიგეს, მერე ეს მწვადები დაყარეს კონგრესის ულამაზეს სასახლეში, ჰოლში, პლაკატები დახიეს. უკაცრავად და ქალთა საპირფარეშოში იყო ჩასაფრებული რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე და იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ჩემს პაროდისტ ქართლოსს და დააგორეს კიბიდან...

[ივანიშვილმა] რომ თქვა, "გავაოცებ ევროპასო, რომ გააოცებდა ევროპას და მართლაც პაპუასიზმის დონე ისვენებს აქ. აბსოლუტური ავადმყოფია ივანიშვილი და შეუძლებელია ჩვენ ეს კაცი არ დავამარცხოთ. აუცილებლად დამარცხდება, აუცილებლად მოშორდება საქართველოს, ოღონდ ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ, რომ საქართველო კარგავს დროს...

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები