ქობულია: საპენსიო დანაზოგის დაბანდება მოხდება სუვერენული რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში

საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, საპენსიო ფონდის პრინციპების მიხდვით მოხდება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში. ეს არის ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად არის სუვერენულ დონეზე. ე.ი ეს რას ნიშნავს, ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამავე დროს ეს ფასიანი ქაღალდები ჩვენ მოგვცემს უფრო მეტ მოგებას ამ საპენსიო დანაზოგებს, ანუ პენსიონერებს ვიდრე არის ინფლაცია. ამიტომ ეს ფული არ გაუფასურდება. თუ ადამიანი დღესდღეობით მუშაობს და აქვს 1000 ლარი ხელფასი, არა ხელზე, არამედ უნდა დაიბეგროს. ის იხდის 2%-ს ანუ 20 ლარს. მაგრამ რელობაში 20 ლარს კი არ იხდის 16 ლარს. იმიტომ რომ ის 20 ლარი რომ აიღო ხელზე, ნახევარი უნდა გადაეხადა გადასახადი. იმ 16 ლარზე სახელმწიფოს შეაქვს 20 ლარი, პლიუს 20 ლარი დამქირავებელს. ანუ თქვენ ნახავთ, რამდენად გაუხარდება მოსახლეობას, როდესაც დაინახავენ მათ ანგარიშზე, რომ ეს 16 ლარი შევიტანე და უცებ გამოჩნდა 60 ლარი. ასეთი სისტემა სხვა ქვეყნებში, ძალიან ბევრ ქვეყნებში, სახელმწიფოს არ შეაქვს დამატებითი 20 ლარი და კერძო სექტორს და თვითონ დაქირავებულს ახდევინებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით, კიდევ უფრო მეტი ანგარიში გავუწიეთ ჩვენ მოსახლეობას და სახელმწიფოს შეაქვს კიდევ 2 პროცენტი პრაქტიკულად ყველა მოსახლეზე. ეს არის ძალიან სასარგებლო რეფორმა, ამ ფულის დაბანდება მოხდება სუვერენული რისკის მატარებელ ფასიან ქაღალდებში, რომელსაც პრაქტიკულად ნულოვანი რისკი ძირითადად. შემდგომ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გავზარდოთ ამ საპენსიო ფონდის მომგებიანობა, იმით რომ 20 პროცენტამდე შეიძლება დაბანდებული იყოს უცხოურ ფასიან ქაღალდებში ისევე სუვერენულ რისკთან მიახლოებული. 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები