გაზი

ქობულია: რუსეთთან მოლაპარაკებები გვაქვს და ალბათ, მათგან შევისყიდით რაღაც რაოდენობით გაზს

დიახ, ჩვენ გვინდა შევქმნათ საშუალება, რომ იყოს გაზის არა ერთი მომწოდებელი, არამედ ერთზე მეტი მომწოდებელი. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობით გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს იქნება და ჩვენ პირობების გაუმჯობესებაზე მიგვყავს მოლაპარაკებები, რაც რთული მოლაპარაკებებია და საჭიროებს დროს. წელს, რაღაც რაოდენობით გაზს შევისყიდით [რუსეთისგან], იმიტომ, რომ შევქმნათ დივერსიფიკაცია და უფრო კონკურენტული ფასები იყოს ჩვენთან გაზზე, დღესდღეობით შემოგვაქვს მხოლოდ [აზერბაიჯანისგან]... რუსეთისგანაც ვყიდულობთ ჯერ ეს ერთი, რაღაც რაოდენობით გაზს და ვყიდულობდით ყოველთვის და ჩვენ გვინდა, შევქმნათ დივერსიფიკაცია გაზის, ამიტომაც, ჩვენ მიგვყავს მოლაპარაკეები, რომ მივიღოთ ძალიან კარგი.... როცა მოლაპარაკებები შედგება, გეტყვით [ფასს]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. მას ენმ-ის დეპუტატმა რომან გოცირიძემ უთხრა, რომ 2012 წელს საქართველოს რუსეთისგან გაზი არ უყიდია. " ეს იყო 0, არ გვჭირდება რუსეთის გაზი" - მიმართა გოცირიძემ მინისტრს.

კომენტარები