იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მიქაუტაძე: არ ვეთანხმები აზრს, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ

როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, ამაში არავის ვეთანხმები. პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, თუნდაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, გარკვეულწილად არის პოლიტიკური პროცესი. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, ამიტომ იყო პოლიტიკოსების ჩართულობა ამ თემაში და მათი განცხადებები მუდმივად გვესმოდა ამ თემის ირგვლივ. განცხადებები და კითხვებიც. ანუ პოლიტიკოსები კითხვით მოგვმართავდნენ საჯარო სივრცეში, რომ რაღაც მოსწონდათ ან არ მოსწონდათ ან სხვაგვარად უნდოდათ რომ გაკეთებულიყო. ეს ხომ ფაქტია?! ამ კითხვებზე საპასუხო განცხადების გაკეთება რატომ ითვლება პოლიტიკურ განცხადებად?! ჩვენ არ ვაკეთებთ არც ერთ განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ საპასუხო განცხადებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. რამდენად ეთიკურია, ხომ არ არის გადაცდომის ნიშნები და ა.შ, ამ საკითხებს ძალიან კარგად არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა. თუ ვინმე ეთიკურობის ნორმებს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს, იუსტიციის საბჭოს წევრი, მოსამართლე თუ ა.შ, განხილვის საგანი უნდა გახდეს, თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები