თიბისი ბანკის საქმე

ნიკა მელია: ხაზარაძემ თავის დროზე მიიღო ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესები

ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან იგი მართალია, რადგან ხაზარაძემ თავის დროზე მიიღო ივანიშვილი თამაშის წესები და საქმის გასარჩევად ბიძინა ივანიშვილთან სახლში დადიოდა. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ ჩემთან სახლში დავსვი ჩხარტიშვილი და ხაზარაძეო, საქმე გავარჩიეო და 100-0 მოუგო ჩხარტიშვილმა ხაზარაძესო, რომ მოეგო ხაზარაძეს და ბიძინა ივანიშვილს როგორც ქურდს გაემართლებინა, პრობლემა ხო არ შეექმნებოდა. რა გამოდის იცით? რომ ხაზარაძემ ეს მანკიერი თამაშის წესები მიიღო - არა სასამართლო, არა პროკურატურა, არა სამართალი, არა კანონი, აღიარა ბიძინა ივანიშვილი როგორც ოლიგარქი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. დღეს, ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა.

კომენტარები