თიბისი ბანკის საქმე

ხუხაშვილი: ილუზია არ უნდა ჰქონდეს ხაზარაძეს, რომ კიდევ შესაძლებელია მოლაპარაკება

მე მინდა  მამუკა ხაზარაძეს ვთხოვო, რომ მეტი გამჭვირვალობა შეიტანოს ამ საქმეში. ბუნებრივია, ის საკუთარ და ბანკის ინტერესებს იცავს და პრინციპში, მას საკმარისი მხარდაჭერა აქვს დღეს ამ საქმეში. ახლა, როცა შეთქმულების თეორიები ვითარდება, რაც ძალიან სახიფათოა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ინფორმაციის შემოგდება მოხდება იგივე პროკურატურის ცირკულართან დაკავშირებით, რაც შემდეგ პროკურატურამ უარყო და შეიძლება, ამან ვითარება ძალიან დაძაბოს.

იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეს ალბათ ხაზარაძეს, რომ კიდევ შესაძლებელია ვიღაცის გონზე მოყვანა და რაღაცნაირად მოლაპარაკება, თუ ისინი არ აპირებენ დათმობას და კონსენსუსის ძიებას და თავიანთი ინტერესების დაცვას აპირებენ, მაშინ რეალურად უნდა თქვა, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს? აქედან ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა თიბისი ბანკის საქმეზე საუბრობს.

კომენტარები