დეკანოზ მამალაძის საქმე

სერგეენკო დეკანოზ მამალაძეზე: მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა

გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, მე მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთიდან ჩართული ვარ ამ შემთხვევის მართვაში და ყველა პარამეტრის და კვლევის შედეგებიც ვიცი, რაც ამ დღეების განმავლობაში იქნა ჩატარებული. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზეც კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, მე საქმის კურსში ვარ.

ჯანდაცვის მინისტი დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

კომენტარები