ანაკლიის პორტი დაახლოებით 4 კმ-შია ე.წ საზღვართან, ეს არის, რა თქმა უნდა საფრთხე - პოლიტიკურიც და სამხედროც. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ასევე შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობის. მშენებლობის პირველ ეტაპზე ჩვენ ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავალი ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ძალიან კარგი საყრდენი იმისის, გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწიყოთ, მოდი ერთად ვაკეთოთ ბიზნესი, მოდი, ჩაერთეთ ამ საქმეში და ამხელა გრანდიოზული მშენებლობა და შემდგომ მისი ოპერირება მეტნაკლებად მიუტანს სიკეთეს არამხოლოდ სამეგრელოს რეგიონს...
tbl.ge/3hjx
დაკოპირდა
TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სტუდენტებთან შეხვედრაზე.
ამავე თემაზე
- TBC: გადავწყვიტეთ, მსესხებლებს შევთავაზოთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი
- ხაზარაძე: 10 წელია TBC-ის არავინ გამოუსახლებია, მაგრამ ამ ინფორმაციის პროპაგანდა არ მიდის
- წლის პირველ ნახევარში TBC ჯგუფის წმინდა მოგება 18.8%-ით გაიზარდა
- ხაზარაძე: არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს, მე შიდა საფრთხეების უფრო მეშინია
- წულუკიანი TBC-ზე: როდესაც გამოძიება დადებს შედეგებს, მაშინ მეც მექნება ჩემი პოლიტიკური აზრი