TBC ბანკი

ხაზარაძე: არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს, მე შიდა საფრთხეების უფრო მეშინია

რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ისტორიულადაც ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენთან ისტორიულად ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რატომღაც ეწინააღმდეგება, ებრძვის ან ეომება პროგრესს. სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარასად ვეღარ მიხვალ, რა (შედარებაში არ ჩამომართვათ, უბრალოდ ციტატა იყო). დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს, ეს არის პრობლემა. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, შიდა საფრთხეების უფრო მეშინია, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს საკმაოდ დამაფიქრებელია და ეს უნდა ამოვხსნათ, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და მუდამ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით, იმის მაგივრად, რომ მიხვიდე და ეს წარმატება შენც გადმოგესხას და თქვა, რომ "მეც შემიძლია რა".

ძლიერ მეზობელზე მაგარი სანატრელი ამბავი არ არსებობს რა, მეზობელი რომ ძლიერია, კარგად ხარ, იცი, რომ ღამე თუ გაგიჭირდა, მიუკაკუნებ და... ეს იყო ჩემს ბავშვიბაში, მეზობელი, ერთმანეთში პურების გადატანა და ხახვი არ იყო და ა.შ. ეს დაიკარგა და ეს თუ არ აღვადგინეთ, ეს უნიკალური ქართული რამე თუ არ აღვადგინეთ და სახელმწიფოებრივ დონეზე არ გადავიტანეთ ეს ყველაფერი, ესე ვერსად ვერ წავალთ და ვიქნებით იქ, სადაც ვართ დღეს

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სტუდენტებთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

კომენტარები