ბესელია-კობახიძე

ბესელია კობახიძეს: ნუ გვამეცადინებთ, განსაკუთრებით იურისტებს, ვინც კარგად ვკითხულობთ კანონს

ბატონო ირაკლი, რაც შეეხება გარდამავალი მუხლის ერთჯერადობას, საგამონაკლისო, რომ არის და კონკრეტულად რომ არის განსაზღვრული ვისთვის კეთდება, სწორედ ამიტომ დავსვი ეს კითხვა და ნუ გვამეცადინებთ, განსაკუთრებით იურისტებს, რომლებიც კარგად ვკითხულობთ კანონს. კარგად რომ ვკითხულობ კანონს იმიტომ ვსვამ კითხვებს. მე არ ვიცი ვისი ინიციატივა იყო, ალბათ თქვენ იცით. არ ვიცი ვინ არის ავტორი ასეთი არაჩვეულებრივი მიგნების და რადგან არ ვიცი ვიკითხე, ვინ არის და რატომ გაჩნდა პერსონალური ჩანაწერი გარდამავალ დებულებაში, ამდენ მეცადინეობას ჯობია პასუხი მივიღოთ კითხვაზე, ვინ იყო ინიციატორი და რატომ.

მიმართავს ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე. საუბარი შეეხებოდა პარლამენტის თავმჯდომარეებისათვის სახელმწიფო დაცვითა და მანქანით მომსახურების დროის გაგრძელებას. ბესელია იკითხა თუ რატომ იყო ახალ კანონში ჩანაწერი, კონკრეტული მოწვევის თავმჯდომარეების შესახებ და არა ზოგადი ჩანაწერი, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ გარდამავალ დებულებებში იწერება ერთჯერადი რეგულაციები და ეს არ უნდა ესწავლებოდეს იურისტს.

კომენტარები