ემზარ კვიციანი

კვიციანი: არ იქნება საჭირო შეყვარებულების აღრიცხვა, უკვე ბევრი ადამიანი შემოგვეხმიანა

ფონდი იზრუნებს ემიგრაციიდან იძულებით გამოძევებულ ადამიანებზე და იზრუნებენ ის ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან ემიგრაციაში და დაეხმარებიან, რა თქმა უნდა, ასევე იზრუნებს ფონდი ახალდაოჯახებულებზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მაღალმთიან რეგიონებში რომლებიც წავლიან და თავიანთ მამაპაპისეულ ოჯახებს გამოაცოცხლებენ, შეუდგებიან ცხოვრებას, აი, იმათი დახმარება იქნება პირველ რიგში.

რა თქმა უნდა [კონტექსტიდან ამოგლეჯილია შეყვარებულ წყვილებზე გავრცელებული ინფორმაცია], არ იქნება საჭირო ამათი აღრიცხვა, იმიტომ, რომ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვეხმიანა, მე პირადად მწერენ პირადში მადლობას. ძალიან ბევრი მშობელიც, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მართლაც, რომელიც რომ ვერ ახერხებს დაქორწინებას ამ გაჭირვების გამო და ჩვენ მაქსიმალურად, რამდენსაც გაწვდება ცენტრი, მაქსიმალურად ყველას შევუწყობთ ხელს

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი "მაესტროს" ეთერში. ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი", რომელიც ოჯახის შექმნის მსურველ შეყვარებულ წყვილებს ფინანსურად დაეხმარება. ემზარ კვიციანმა ცენტრის შექმნის დაანონსებისას თქვა, რომ "იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი".

კომენტარები