ემზარ კვიციანი

კვიციანი ცენტრზე: მეტი კონკრეტიკა იქნება, ივანიშვილი რომ ადგება და 100 მლნ-ს ჩარიცხავს

მეტი კონკრეტიკა იქნება, ბიძინა ივანიშვილი რომ ადგება და 100 მილიონს ჩარიცხავს, მაშინ იქნება კონკრეტიკა მეტი. პირველი ქველმოქმედი მაგია და ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არ დარჩება ჩრდილში ბიძინა ივანიშვილი და აუცილებლად დაამტკიცებს მის ქველმოქმედებას და მის ქველმოქმედურ ხასიათს და აუცილებლად ჩარიცხავს გარკვეულ კაი მსუყე თანხას ცენტრში

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი "მაესტროს" ეთერში. მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, იქნება თუ არა კონკრეტული განსაზღვრული თანხა, რამდენით დაეხმარება "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი" ოჯახის შექმნის მსურველ წყვილებს.

კომენტარები