კალაძე: თუ არაფერი შევცვალეთ, ქალაქში ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება

ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მანქანების რაოდენობასაც თუ შევხედავთ, დღეს თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წელს 6-7%-ით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, რაც სერიოზული პრობლემაა.

თუ არაფერი შევცვალეთ, ალბათ ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება ქალაქში, სწორედ მიტომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს ნაკლებ მანქანას ქალაქში და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

აღნიშნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მოკლე ბმული: