დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: მე ვერავინ გამრიცხავს, არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება

მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს და მით უმეტეს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს პარტიის ლიდერსაც, პარტიის თავმჯდომარეს. არა მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქართული ოცნებიდან მის შესაძლო გარიცხვას ეხებოდა.

კომენტარები