უგულავა ხაზარაძის გადადგომაზე: სხვა არჩევანი არც ჰქონდა, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში

პრინციპში, სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ, ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ, [ბიძინა] ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში.

შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა. 
დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა. 
ვადები: ყოველი დღე ძვირფასია

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, გადადგომის შესახებ. ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობის პოსტი დღეს დატოვა. იანვარში TBC ბანკში პროკურატურა შევიდა, რამდენიმე კვირაში კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გადაყენება მოითხოვა და ამისთვის 2 თვე მისცა. თავდაპირველად ხაზარაძე და ჯაფარიძე ამბობდნენ, რომ გადადგომას არ გეგმავდნენ და სებ-ის გადაწყვეტილებას სასამართლოს გზით გაასაჩივრებდნენ.

კომენტარები