თიბისი ბანკის საქმე

ოხანაშვილი: მიზანშეწონილად არ მიმაჩნია კომენტარი გავაკეთო ხაზარაძის წასვლის თაობაზე

მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრმა განცხადება გააკეთოს საფინანსო დაწესებულების შესაბამისი პირის წასვლის ან არწასვლის თაობაზე. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ კონსულტაცია ჰქონდეს, შესაბამისი ფორმატები არსებობს, ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკიდან წასვლის შესახებ. ოხანაშვილის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები