ზურაბიშვილი: საფრანგეთი ჩვენს მიმართ შეიცვალა, გერმანიას ასეთი ცვლილება ვერ შევატყვე

ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები საფრანგეთში ვიზიტით. იქ იყო ძალიან განსაკუთებული, შეიძლება ველოდებოდი, მაგრამ ამ დონეზე არ ველოდებოდი, რომ ყველაფერზე წამომსვლელები არიან. ყოველ შემთხვევაში განცხადებები ასეთი იყო. საფრანგეთი, ვიტყოდი რომ შეიცვალა უფრო. ანუ მისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ რომ სამხედრო თანამშრომლობა, ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ეს არის ისეთი პოზიციები და მისი გაძლიერება და მზადყოფნა მეტად თუ გჭირდებათო, აქა ვართო. რაც ეხება გერმანიას, ასეთი ცვლილება ვერ შევატყვე, მაგრამ ჩვენს მიმართ ის თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა, რომელიც თან მოგვყვება ეს არის და იქნება. ჩვენ ორზე არის დამოკიდებული რომ ეს კიდევ გავაღრმავოთ. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდა. ის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები