თიბისი ბანკის საქმე

ვოლსკი ხაზარაძეზე: პოლიტიკური შეფერილობა არათუ არ აქვს, ამის თქმა არის უზნეო ტყუილი

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ბრძოლა არ არის საჭირო, ეს არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომ არა მხარდაჭერა სახელმწიფოსი, არავითარი პროექტი ასეთი დონის, ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობის და ასეთი მასშტაბის არ განხორციელდება. არცერთი ინვესტორი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს თუკი თემაში, არ მონაწილეობს სახელმწიფო. სახელმწიფოს არათუ მონაწილეობა, არამედ ინიციატივა არის თვალსაჩინო. სამწუხაროა, რომ გარკვეულ თემებს პოლიტიკურ სპეკულაციებს აბავენ, რასაც საფუძველი არ აქვს. იგივე ლონდონში შეკრებილი აქციონერთა საბჭო, აბსოლუტურად ცხადად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს თავის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. თიბისის და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადებაც ალბათ ნახეთ. ყველანაირ პოლიტიკურ ინსინუაციას ბოლო მოეღო დამთავრდა, წერტილი დაესვა. თუმცა ბრძოლა გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით, პოლიტიკური შეფერილობის წარმოსაჩენად კვლავ გრძელდება. მოვისმინეთ დღეს ბიუროზე რომან გოცირიძის განცხადება და აღარ იციან ყური საიდან მიაბან იმ ქოთანს, რომელიც ასე თუ ისე შექმნეს თავადვე და თავადვე უნდათ რაღაც მდგომარეობიდან გამოვიდნენ. პოლიტიკური შეფერილობა არათუ არ აქვს, ამის თქმა არის უზნეო ტყუილი, რომელსაც ცდილობენ საზოგადოებაში გაავრცელონ.

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკიდან წასვლის შესახებ.

კომენტარები