ქანთარია: შეიძლება, ეს იყოს გზა ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლისკენ

რა თქმა უნდა, კითხვები არის და კითხვებზე პასუხი ყველას გვაინტერესებს, იმედი მაქვს, რომ უფრო დაკონკრეტდება ბატონი ხაზარაძე. თუ არ ვცდები, სამშაბათს ის იქნება კიდეც პარლამენტში და ვფიქრობ, გულწრფელად გასცემს ყველა კითხვას პასუხს თუ რასთან გვაქვს საქმე.

ეროვნულ ბანკთანაც ისმის კითხვები, ბუნებრივია, თუ რატომ გამოიჩინა ახლა თავი ასეთნაირად 11 წლის საქმეზე და ეს კითხვები არსებობს, ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, შესაძლებელია და ვვარაუდობ, ეს იყოს გზა ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლისაკენაც კი.

ვვარაუდობ მხოლოდ, რომ შესაძლებელია, მთელი ამ პროცესების შედეგად, მან გადმოდგას ეს ნაბიჯი, თუ ასე გააკეთებს, მას შეუძლია, ანგარიშგასაწევი ძალა შექმნას 

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკიდან წასვლის შესახებ.

კომენტარები