თიბისის ბანკის საქმე

გაბაშვილი TBC-ზე: ივანიშვილი ანადგურებს ყველანაირ წარმატებას, რომელიც მისი საკუთრება არაა

არც მახსოვს როდის გავხსენი ანგარიში თიბისი ბანკში. ოც წელზე მეტი იქნება. არასოდეს, არაფერზე არ მქონია პრეტენზია - გულისხმიერი, თავაზიანი კარგი ხალხი მხვდებოდა ყოველთვის თიბისიში. თუ რამეს შეიძლება დასავლური სტანტარტის ბიზნესი უწოდო საქართველოში - ნამდვილად ერთერთი თიბისია. აუცილებლად მოვა დრო, როცა ყველა შემსრულებელს შერცხვება - ბენდუქიძის უნივერტეტთან მებრძოლებით დაწყებული, ხაზარაძის ბანკის წინააღმდეგ მოლაშქრეებით დამთავრებული. დამკვეთს არ შერცხვება ცხადია - ივანიშვილი უბრალოდ ანადგურებს ყველანაირ წარმატებას ქვეყანაში, რომელიც მისი საკუთრება არაა

თბილისის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი გაბაშვილი მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის შესახებ.

კომენტარები