ბესელია: მე დავინდე ირაკლი კობახიძე დღეს და ცოტა ხნით დავინდობ კიდევ, ვიდრე აქ არ ზის

შიგნით ვილაპარაკე დიდი ხნის განმავლობაში, ვერ გაგაგებინეთ იმათ, ვისაც უნდა გაგეგოთ. თამარს მინდა ვუთხრა ხულორდავას, შენ მუშაობდი იმ უწყებაში ევროკავშირის სტრუქტურაში, რომლის წარმომადგენლები მე გუშინ შემხვდნენ და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ის რეკომენდაციები, რომ უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ რეფორმა გასატარებელია. ნუ დაიჩივლებთ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ხართ, თქვენ თვითონ იყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. როცა რაღაცას ვერ აბიჯებთ იმ ადამიანებს მაინც ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ვინც შეძლო და გადააბიჯა ამ ცდუნებებს. მე არავის არ ვამუნათებ, ვარ მოპასუხის როლში. მე დავინდე ირაკლი კობახიძე დღესაც და ცოტა ხნით დავინდობ კიდევ, ვიდრე აქ არ ზის. მაგრამ ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. ის შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა. და არ შეიძლება იმ 10 კაცის სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა.

ეკა ბესელიას დასკვნითი სიტყვა მოსამართლეების შესახებ მისი კანონპროექტის განხილვისას.

კომენტარები