გიგა ბოკერია

ბოკერია: ხელისუფლება უტიფრად იქცევა, მაგრამ ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება

ეს არის პოლიტიკურად აბსოლუტურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ ასეთ ცალსახა ვითარებაშიც, კი როდესაც სრული კონსესუსია საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ჯგუფების, ამ საკითხშიც კი სერიოზულად მზად იყოს გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ჩიხში, რომელიც ანგრევს ჩვენს ინსტიტუტებს და ჩვენს მომავალს. აქაც კი, ასე უტიფრად იქცევიან, მაგრამ როგორც დღევანდელმა დღემ გვაჩვენა და კონკრეტულად ციფრებმაც კი, ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის, კერძოდ ევროპული საქართველოს ამოცანაა, ამას რაც შეიძლება მალე დმეოკრატიულად და მშვიდობიანად დავუსვათ წერტილი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის სხდომის შემდეგ, სადაც მოსამართლეების უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

კომენტარები