ჩუგოშვილი: ჩვენ მივეცით უფლება მოსამართლეებს აქამდე მოეყვანათ სიტუაცია, ასე ვერ გაგრძელდება

ჩვენ მივეცით უფლება მოსამართლეებს, რომ აქამდე მოეყვანათ სიტუაცია და ეს პროცესი ასე რომ ვერ გაგრძელდება, მე მგონი, ყველა ვხვდებით. მე ახლა არ ვესაუბრები ოპოზიციას. მე პირველ რიგში ვესაუბრები ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ და ვხედავ, როგორ ღელავს ამ წუთში თითოეული ჩვენგანი, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ სულ ცოტა ხანში უნდა მივიღოთ. ვითარება გაგვირთულა, ასევე, დეკემბრის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ, იმ ფორმამ, როგორც ჩვენ წარმოგვიდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები, გაგვირთულა იმ განცხადებებმა, რომელსაც ვისმენთ მოსამართლეების მხრიდან სრულიად გასულს ყოველგვარი ჩარჩოებიდან სხვადასხვა პირების მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ჩემი კოლეგების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელშიც მე ძალიან ბევრი წელი გავატარე და რომელსაც მე ძალიან დიდი პატივს ვცემ -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები ამ ორგანიზაციის მიმართ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები