საატესტატო გამოცდები

მინისტრის მოადგილე: დირექტორების თქმით, გამოცდების მოხსნით სკოლებში სიტუაცია გაჯანსაღდება

სისტემური ხასიათის შეხვედრები აჩვენებს რამდენად განსხვავებული სიტუაციაა რეგიონების სკოლებში. თუმცა, დირექტორებმა ღიად დააფიქსირეს, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნით, სკოლაში სიტუაცია გაჯანსაღდება და მოსწავლეები სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან. შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი მექანიზმებიც, რომელიც რეფორმის ფარგლებში შემუშავდება და დაინერგება იმისთვის, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ სასწავლო პროცესით, ხოლო მასწავლებლებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ პროფესიული განვითარებისთვის

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე რეგიონების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები